LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ინვესტორებს ფაქტობრივად კარი დავუკეტეთ – ჭყონია

87
20190905200535

„არასტაბილური პოლიტიკური გარემო პირდაპირ პროპორციულად აზიანებს ბიზნესს. თუ ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა გვინდა, მნიშვნელოვანია ინვესტიციების შემოსვლა და დარჩენილი სექტორების ამუშავება“, – ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს. მისი თქმით, დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც განცდა ჰქონდა, რომ შემოსულიყო და თავისუფალ ვითარებაში ჩართულიყო, ფაქტობრივად, კარი დავუკეტეთ.

გარდა ამისა, ივა ჭყონია ამბობს, რომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პროდუქტების კიდევ უფრო გაძვირების ერთ-ერთი წინაპირობაა.

„გაძვირებულია საწვავი, ასევე მომატებულია ფასები გაზსა და ელექტროენერგიაზე. ჯამში ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პროდუქტების ფასზე, რასაც სულ რამდენიმე დღეში დავინახავთ. ფასების ზრდა გარდაუვალია. გარდა იმისა, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ცვლილებამაც კიდევ უფრო დიდი წნეხის ქვეშ მოგვაქცია“,- აღნიშნავს ჭყონია.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდას დღესვე უნდა მიუსხდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსავლის პოვნა გაჭირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები