დაგროვებითი საპენსიო სისტემა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. ეს მონაცემები on.ge-ს მიაწოდეს.

რადიო “ფორტუნა” ამ საკითხზე “პე ეს პეს” დამფუძნებელს და პარლამენტის წევრს -კახა ოქრიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ის ამ საკითხში სწორად აზროვნებს.  

“როცა ადამიანს დღეში რამდენიმე მილიონი ლარის შემოსავალი აქვს, როგორც მე, სირცხვილია, რომ არადაგროვებითი პენსია მიიღოს – 600 ლარი მომავალში. ამიტომ მე საერთოდ უარს ვამბობ პენსიაზე, თუ მე მილიონები მაქვს ყოველთვე, რაღაზე დავაგროვო. მე ვთვლი, რომ როდესაც ადამიანს აქვს შემოსავლები, პენსიაზე უარი უნდა თქვას, მათი ცხოვრება პენსიაზე დამოკიდებული არ არის. რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, ის არსად ნაწილდება და შენს შემდეგ, შემდეგ შვილებს რჩებათ, მაგრამ მე არ მინდა ვინმეს დავუგროვო, როცა რამდენიმე მილიონის შემოსავალი მაქვს”, – აცხადებს ოქრიაშვილი “ფორტუნასთან” საუბარში.

არ მინდა არავის დავუგროვო, მე ვთვლი, რომ სწორად ვაზროვენბ , შეიძლება არასწორად ვაზროვენბ, მაგრამ ჩავთვალე, რომ ასე სწორია,.

რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, რომლებმაც საპენსიო სქემა დატოვეს :

ქართული ოცნება

ქართული ოცნების რიგებიდან საპენსიო სააგენტო მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა დატოვა. ის დაგროვებითი პენსიის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო და კენჭისყრის დროს კანონის მიღებას მხარი დაუჭირა.

ევროპული საქართველო

ლელა ქებურია;
გიგა ბოკერია;
გიორგი ღვინიაშვილი;
ზურაბ ჭიაბერაშვილი;
გიორგი წერეთელი;
დავით ბაქრაძე;
ლაშა დამენია;
თენგიზ გუნავა;
გიორგი ტუღუში;
სერგო რატიანი;
აკაკი ბობოხიძე;
ირმა ნადირაშვილი;
ხათუნა გოგორიშვილი;
ლაშა დამენია.

დამოუკიდებელი დეპუტატი

დავით ჭიჭინაძე;
რამაზ ნიკოლაიშვილი.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები