LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ზღვაზე კაცი ძაღლის გამო დაიხრჩო, იმ არსების გამო, რომელსაც კლავენ და აწამებენ – ფეისბუქმომხმარებლის ემოციური პოსტი

5101
dog

სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო კვალიაშვილი ქობულეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს. 

ქობულეთში ზღვაში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო

მამაკაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ის წერს, რომ დღეს კაცი ზღვაში იმ არსების გამო დაიხრჩო, რომელსაც ამ ქვეყანაში ხშირად კლავენ და აწამებენ. “დღეს კაცი ძაღლის გამო დაიხრჩო ქვეყანაში, სადაც ყოველი დილა ერთმანეთის ზიზღით იწყება” – წერს თიკო კვალიაშვილი.

დღეს ზღვაზე კაცი დაიხრჩო კაცი სხვის გამო.. იმ არსების გამო, რომლებსაც ამ ქვეყანაში ხშირად კლავენ, აწამებენ, ხეზე კიდებენ სამშვენისივით. დღეს კაცი ძაღლის გამო დაიხრჩო. ქვეყანაში სადაც ყოველი დილა იწყება ფიქრით რა ვჭამოთ ან უფრო კარგი, ვინ ვჭამოთ?! ქვეყანაში სადაც ყოველი დილა ერთმანეთის ზიზღით იწყება. ფართოდ დახუჭული თვალებით
რომ არ გვინდა დანახვა გაჭირვების.. გამოწვდილ ხელების წამების და სიკვდილის. სუსტის ჩაგვრის ჩვენ არაფრის დანახვა არ გვინდა და ასეთ ქვეყანაში შუახნის კაცი ზღვაში ძაღლის გამო დაიხრჩო. დაიხრჩო ფართოდ გახელილი თვალებით” – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები