LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში თოვლია მოსალოდნელი

92
თოვლია

საქართველოს უმეტეს რეგიონში 19 იანვარს  ამინდის გაუარესება და თოვაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით მოთოვს ქუთაისში, ფოთში,  მესტიაში. თოვს ჭიათურში.

თოვაა მოსალოდნელი ბორჯომში და დღის მანძილზე იქნება მცირე ნალექი.

მესტიასა და გუდაურში დღის მანძილზე ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუს ჩამოცდება.

თოვაა მოსალოდნელი გორში. მოთოვს ცხინვალშიც.

მზიანი ამინდია მოსალოდნელი ლაგოდეხში და მცირედ მოღრუბლული დღეა ნავარაუდები გურჯაანში.

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი.

დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები