LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია იწყება

95
ვიაგრა ფაიზერი

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დღეიდან იწყება. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.

სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია AstraZeneca-ს ​ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, 25 მარტს კი საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან Pfizer-ი ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები დღეიდან დაიწყება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები