LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა

79
8842fb40-3f60-4197-a649-2f89ca066a24-640

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტს იწყებს.

ხავიერ კოლომინამ პოსტზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა და ჩვენს ქვეყანას დღეს პირველად  ეწვევა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ხავიერ კოლომინა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზთან მისვლასაც გეგმავს.

ცნობისთვის, ხავიერ კოლომინა საქართველომდე აზერბაიჯანს სტუმრობდა, საქართველოდან კი სომხეთში გაემგზავრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები