LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

142
291da90dad88c90c2291cdcb709bf147-xl-2020-05-18-10-49-29-150327

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.

პანდემიის გამო, დღესასწაული, გასული წლის მსგავსად, ამჯერადაც შეზღუდულ ფორმატში აღინიშნება.საზეიმო ვითარებაში საბრძოლო მომზადების ცენტრის 247 რეკრუტი სამხედრო ფიცს დადებს და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრი გახდება.

ამასთან, ფიცის დადების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ ქვეყნის პირველი პირები. ღონისძიებას დაესწრება პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება ქართული სამხედრო წარმოების ჯავშანტექნიკა „დიდგორის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო დანადგარები. თავისუფლების მოედანზე ღონისძიება თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლად მოდერნიზებული „სუ-25“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაფრენით დასრულდება.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობა და სხვადასხვა სახის გამოფენები არ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები