LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 ოქტომბერს მსოფლიო პოლიომიელიტის დღე აღინიშნება

164
122462734-1267931886919118-3497349881637155131-n

დღეს, 24 ოქტომბერს, მსოფლიო პოლიომიელიტის  დღე აღინიშნება.

პოლიომიელიტი გადამდები ვირუსული დაავადებაა, რომელიც ყველაზე რთული ფორმით პარალიზით ვლინდება, რასაც თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და ზოგჯერ სიკვდილიც.

როდესაც 1985 წელს “როტარიმ” და მისმა პარტნიორებმა პოლიომიელიტის აღმოფხვრის ინიციატივა წამოიწყეს, 125 ქვეყანაში ყოველწლიურად დასტურდებოდა პოლიომიელიტის 350 000 ახალი შემთხვევა. ამ თემაზე რადიო “ფორტუნას” პირდაპირ ეთერში როტარი კლუბი “თბილისი ამბასადორის” პრეზიდენტმა ივეტა ჭელიშვილმა, როტარი  კლუბ “რუსთავი საერთაშორისოს” წევრობის კანდიდატ მარიდეა გელაშვილთან ისაუბრა. მას შემდეგ, რაც როტარიმ ამ პანდემიის პრევენციისთვის დიდი ძალისხმევა და 2.1 მილიარდი დოლარი გამოყო, წლების განმავლობაში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლამ უდიდესი შედეგი გამოიღო. მოხდა 2.5 მილიარდი ბავშვის ვაქცინაცია. დღესდღეობით პოლიომიელიტის შემთხვევები შემცირებულია 99.9 პროცენტით. საქართველოში ამ პროგრამას როტარი კლუბი  “თბილისი ამბასადორი”  და როტარი კლუბი “რუსთავი საერთაშორისოც” შეუერთდა. მოეწყო მცირე საინფორმაციო კამპანია და პოლიოს შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის თბილისსა და ბათუმში ელექტრონულ ბილბორდებზე განთავსდა საინფორმაციო ბანერები.

მსოფლიოს მასშტაბით, ამ კამპანიაში უამრავი ცნობილი ადამიანია ჩართული,მათ შორის: კრისტენ ბეილი, არჩი ფანჯაბი, მსახიობი და მოჭიდავე ჯონ ცენა, სუპერმოდელი იზაბელ ფონტანა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, მთავარეპისკოპოსი ემერიტუსი დესმონდ ტუტუ, კინოვარსკვლავი ჯეკი ჩანი, მსახიობი დონალდ საზერლენდი და ა.შ
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რათა კიდევ არ დადგეს მსოფლიო მისი გლობალურად გავრცელების საფრთხის წინაშე.

აქვე, მოკლედ გაგაცნობთ როტარის საქმიანობის შესახებ. როტარი გლობალური ქსელია,რომელშიც 1.2 მილიონი  წევრია გაერთიანებული  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩამოყალიბებული კლუბების სახით. მათი მიზანი ადამიანებისთვის სიკეთის მომტანი პროექტების განხორციელებაა,რომლისთვისაც როტარის წევრები საკუთარ გამოცდილებას,სურვილსა და ძალისხმევას იყენებენ. საქართველოში როტარის ოთხი მოქმედი კლუბია,მათგან სამი თბილისში,ერთი კი რუსთავში მოქმედებს. ამ ეტაპზე როტარის წევრები 6 მიმართულებით ანხორციელებენ პროეტებს,ეს მიმართულებებია:

1.მშვიდობა და კონფლიქტების პრევენცია/რეზოლუცია

2.დაავადებების პრევენცია და მკურნალობა

3.წყალი და სანიტარიზაცია

4.დედა-შვილის ჯანმრთელობა

5.საბაზისო განათლება და წიგნიერება

6.ეკონომიკური და საზოგადოების განვითარება

ერთად დავამარცხოთ პოლიომიელიტი! სიკეთე გადამდებია !

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები