LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დაგითმეთ დედა, ეს არის ჩვენთვის სიამაყე -თეიმურაზ გორჯესტანი

გორჯესტანი

“დღეს დაგითმეთ დედა”, — ეს განაცხადა სალომე ზურაბიშვილის შვილმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ გააკეთა.

“როგორც ვთქვი, სპორტის სასახლეში გამოსვლისას, დღეს დედა გახდა ჩვენი საქართველოს პრეზიდენტი და მთავარსარდალი. ეს არის ჩვენთვის შვილებისთვის დიდი სიამაყე. ეს ნიშნავს საქართველოს და ემიგრაციის ისტორიაში, რომ ემიგრაციის მემკვიდრე დაბრუნდა საქართველოში.

მგონია, რომ ყველა ერთად ვფიქრობთ, საქართველოს მომავალზე და დემოკრატიულ განვითარებაზე”- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილის შვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი და არა მარტო შვილებისთვის, არამედ ყველასთვის საამაყო.

 

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამ წუთებში ზურაბიშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს, რის შემდეგაც გაიმართება სტუმრების მიღება თელავის თეატრში.

შეგახსენებთ, ინაუგურაციას 1 800-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, იყვნენ ქართული ოცნების დეპუტატები, ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ღონისძიებას არ დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები