LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „არტ-გენი 2019“ იხსნება – როგორია პროგრამა

201
Untitled (3)

დღეიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში უკვე ტრადიციად ქცეული „არტ-გენის“ ფესტივალი გაიმართება. ცნობილია პროგრამა, რითაც ამჯერად მსმენელი ისიამოვნებს.

დღეს, 7 ივლისს ფესტივალს დათო ევგენიძე გახსნის აკუსტიკური პროგრამით, 8 ივლისს მსმენელის წინაშე ჯგუფი „ასეა სულ“ წარდგება, 9-ში „რეგეონი“, ხოლო 10 ივლისს „ჩვენებურებისა“ და ლელა ნაყეურის კონცერტი გველოდება.

11 ივლისს  „Art-გენის“ სცენა  ჯგუფ „ფრანს“  დაეთმობა. 12 ივლისს კი ნინო ქათამაძე გამართავენ კონცერტს, 13 ივლისს მთავარ სცენას „33ა“ დაიკავებს, დასკვნითი საღამოს ბოლო აკორდს კი „სუხიშვილები“ აიღებენ 14 ივლისს.

იხილეთ სრული პროგრამა.

თბილისის ტურს ტრადიციულად წინ უძღოდა ფესტივალის რეგიონული ტურნე. ფესტივალი „Art-გენი 2019“-მა სტარტი 16 ივნისს ახმეტიდან აიღო და   22 ივნისს აჭარაში, ქედაში გადაინაცვლა. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დაასრულა. ფესტივალი 2004 წელს დაფუნძდა და ამ დროის განმავლობაში არაერთი ახალი ანსამბლის, ჯგუფისა  და მუსიკოსის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები