LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან თბილისში თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებს – რეგულაცია უკვე ამოქმედდა

533
ტაქსები

დღეიდან A კატეგორიის ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის უნდა იყოს. ამის შემდეგ კი რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. თბილისის ვიცე-მერის განცხადებით,  ტაქსების გარკვეულმა რაოდენობამ კატეგორიზაცია უკვე გაიარა, თუმცა ირაკლი ხმალაძის თქმით, პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

მისივე განმარტებით, შემდგომი ეტაპი უკვე ტაქსის მომსახურების გაუმჯობესებას ითვალისწინებს

“ტაქსი თბილისი“: თბილისში თეთრ ტაქსებს მანათობელი წარწერა ექნებათ

ტაქსი აუცილებლად ოთხკარიანი და მარცხენასაჭიანი უნდა იყოს.

„ჩვენ ლიცენზირებული გვყავდა დაახლოებით, 26 000 სატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ტაქსები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარებიან წელიწადში ორჯერ. ამის შედეგად ტექდათვალიერება გაიარა დაახლოებით 70%-მა, რაც იმას ნიშნავს, რომ 30% ტექნიკურად ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს. კატეგორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

A და B კატეგორია - ვის მოუწევს ტაქსის თეთრად გადაღებვა?

1 მარტიდან ტაქსებზე ვაუჩერების გაცემა დაიწყო და ოქტომბრიდან ყველა ტაქსს თბილისში თეთრი ფერი უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს პირველი ოქტომბერია, ალბათ, ეს ადამიანები მომდევნო დღეების განმავლობაში აპირებენ ახალი ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი, თუმცა 10 ოქტომბრამდე მოხდა დიდი რაოდენობის ლიცენზირება.

ვერ ვიტყვი, რომ 1-ელ ოქტომბერს უნდა შეფასდეს, შედგა, თუ არა რეფორმა, თუმცა დღეს რა რაოდენობაც არის ა – კატეგორიაში, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა “, – აცხადებს ხმალაძე.

 

პოპულალურები