LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან შიდა ფრენები განახლდება

184
cc8d229f210a7a83f4e2ff5a85616516-XL

საქართველოში შიდა ფრენები განახლდება.

დღეიდან რეგულარული ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით:

▪ ნატახტარი – მესტია – ნატახტარი;
▪ ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი;
▪ თბილისი – ბათუმი – თბილისი.

24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებით ექვსი რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ხუთი რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებით სამი რეისი შესრულდება.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

რაც შეეხება ბილეთის ფასს-ბილეთის ღირებულება არ გაზრდილა. ამასთან, გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.

ცნობისთვის, 300-ზე მეტი ბილეთი უკვე გაყიდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები