LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან მასწავლებლების ხელფასი იზრდება – რამდენ ლარს მიიღებენ თვის ბოლოდან პედაგოგები

342
მასწავლებელი2

ხელფასების 150 ლარიანი ზრდა ყველა კატეგორიის მასწავლებლისთვის – უფროსი, წამყვანი და მენტორი გაზრდილ ხელფასებს უკვე მიმდინარე თვის ბოლოდან მიიღებენ. შედეგად, სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარზე მეტი იქნება. 

კერძოდ, უფროსი მასწავლებლების ხელფასი – 1011 ლარი, წამყვანი პედაგოგის – 1435 , ხოლო მენტორის – 1745 ლარი იქნება. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  მასწავლებლებს 2022 წლამდე ყოველ შემოდგომაზე ხელფასები განსაზღვრული სქემით მოემატებათ. 

განათლების რეფორმას რისკები აქვს - გია მურღულია

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება პედაგოგებისთვის დამსახურების მიხედვით ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, რისკებს ბადებს.

გარდა ამისა, ხელფასები იზრდება სკოლის სხვა პერსონალისთვისაც. საუბარია სკოლის დირექტორსა და ადმინისტრაციაზე, რომელთა ანაზღაურება 20 პროცენტით მოიმატებს.
სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებს კი 125 ლარიანი დანამატი აქვთ, 250 ლარით იზრდება მანდატურთა ხელფასიც.

რაც შეეხება პრაქტიკოს მასწავლებლებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მათ, ვინც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით კომპეტენციის დადასტურების გამოცდას ვერ ჩააბარებს და უფროსი მასწავლებლის სტატუსს ვერ მოიპოვებს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში ვადიან შრომით ხელშეკრულება გაუფორმებს , მის ადგილს კი ვაკანტურად გამოაცხადებს. ამ პოზიციაზე ახალი კანდიდატი კონკურსსის წესით შეირჩევა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები