LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, ისრაელელ ვიზიტორებს საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალათ

282
-118939982-mediaitem118939980

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, დღეიდან ისრაელელი ვიზიტორები საქართველოში გამომგზავრებას ვეღარ შეძლებენ.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის „წითელი” ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მიმართულებით, ისრაელის ავიაკომპანიების მხრიდან აგვისტოში დანიშნული ფრენების უმეტესობა უკვე გაუქმებულია.

ისრაელის ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერეს

ისრაელმა საქართველო „წითელი” ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიებმა Isr Air-მა და Arkia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აგვისტოში თელ -ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან 21 გააუქმეს. ჯერჯერობით, უცნობია ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია EL Al, რომელსაც აგვისტოს თვეში 17 რეგულარული რეისის შესრულება ჰქონდა დაგეგმილი. რაც შეეხება თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებას, ავიაკომპანია Arkia-მ აგვისტოსში ფრენები საერთოდ გააუქმა. სიხშირეები შეამცირეს ავიაკომპანიებმა – El Al და Isr Air-ი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები