LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა

66
Untitled

დღეიდან, საქართველოში სავალდებულო გახდა დამცავი ნიღბის გამოყენება ღია სივრცეში, სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება.

აღნიშნული განაწყვეტილება, 9 აგვისტოს, კორონავირუსის ეპიდემიის მართვის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მიიღო.

აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, საქართველოში თითქმის ყოველდღე ფიქსირდება კორონავირუსის 3000 ან 4000-ზე მეტი შემთხვევა და 40-მდე ლეტალური შედეგი.

ნიღბის გამოყენების წესის დაცვა სავალდებულოა დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მის გაჩერებებსა და სხვა ისეთ ღია სივრცეებში, სადაც ხალხმრავალი შეკრება ხდება. პირბადის გამოყენების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება.

გარდა ამისა, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში და აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

შეზღუდული რჩება კვების ობიექტების მუშაობა ღამის 12-იდან დილის 5 საათამდე პერიოდში. კიდევ უფრო გამკაცრდება კონტროლი ქელეხების, ქორწილების და იუბილეების აღნიშვნაზე. მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის ობიექტებს პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი დაილუქებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები