LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, გერმანიასა და შვეიცარიაში სწრაფი ტესტი ფასიანი გახდა

66
publika.ge---1-2

დღეიდან, გერმანიასა და შვეიცარიაში „კოვიდ-19“-ის სწრაფი ტესტის გაკეთება უფასო აღარ იქნება. უცხოური მედიის ინფორმაციით, გერმანიის შემთხვევაში, გამონაკლისს წარმოადგენენ 12 წლამდე ბავშვები და ის ადამიანები, რომელთაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არ შეუძლიათ.

ამასთან, 12-დან 17 წლამდე ბავშვები და ორსულები სწრაფი კოვიდტესტის უფასოდ გაკეთებას შეძლებენ კვირაში ერთხელ. ეს წესი 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში. გერმანიის მოქალაქეები, რომელთაც სწრაფი ტესტის გაკეთება კარანტინის დასრულებისთვის სჭირდებათ, კოვიდ-ტესტში თანხას ასევე არ გადაიხდიან.

რაც შეეხება შვეიცარიას, სწრაფი ტესტი უფასო იქნება მხოლოდ 16 წლამდე მოქალაქეებისთვის. ასევე მათთვის, ვინც ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა და ვისაც ვაქცინის გაკეთება ექიმის მიერ აქვს აკრძალული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები