LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან გამოიდარებს: უახლოეს დღეებში ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს

78
7a21eefae356a848042394ef4826ae99-2020-06-05-09-10-42-987962

დღეიდან, 3 აგვისტოს მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 – 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდს უნდა ველოდოთ, ჰაერი აქ 4-6 აგვისტოს +29, +31 გრადუსამდე,  7- 8 აგვისტოს კი +32, +34 გრადუსამდე გათბება.