LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

125
Untitled design

დღეიდან, საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება საბჭომ ეპიდემიოლოგიური ტენდენციების შესწავლის საფუძველზე მიიღო:

“როგორც ცნობილია, საქართველოს მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებს. ეპიდემიოლოგიური ტენდენციების დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ. კერძოდ, დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში. აქვე მივმართავთ მოქალაქეებს, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე.” – თქვა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, მეექვსე თვეა, ქვეყანაში რამით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები