ესპანეთის სამეფომ საქართველო ე.წ „მწვანე“ ქვეყნების სიიდან ამოიღო. ცვლილება ძალაში დღეიდან შევიდა. შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიაზე შეიზღუდა უვიზო რეჟიმის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეების შესვლა.

„ავიანიუსის“ ინფორმაციით, გამონაკლისით სარგებლობენ შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:

  • ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების, ან ანდორის ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეები, რომელიც მიემართებიან საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შემოსვლის უფლებას.
  • ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების გრძელვადიანი  ვიზის მქონე მოქალაქეები, რომელიც მიემართებიან საცხოვრებელ ადგილზე, ფლობენ ესპანეთის სამეფოში შესვლის უფლებას, შესაბამისად, სტუდენტური და სამუშაო ვიზებიც შედის ამ კატეგორიაში.

მგზავრებმა ესპანეთში შემოსვლამდე 48 საათით ადრე უნდა შეავსონ სპეციალური ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ვებ-გვერდზე: https://www.spth.gob.es/ და მიღებული QR-კოდი წარადგინონ საზღვარზე.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები