LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება

156
99010981-3548802388469669-7546893357440565248-o

დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო. დღეიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩის გასასვლელამდე სრულად ჩაიკეტება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საკანალიზაციო მილების თავების ამოწევა და მოლო ფენები ასფალტის დაგება. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.

„ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 მაისიდან 15 ივნისამდე, ჭავჭავაძის გამზირი ატენის ქუჩიდან ავალიშვილის ქუჩამდე სრულად ჩაიკეტება. ამ დროისთვის, საპროექტო არეალში არსებული ასფალტის საფარის ქვედა ფენებში დაგება დასრულებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების მოყვანა ნიშნულზე, პარალელურად კი, ეტაპობრივად დაიგება ასფალტის საფარის ბოლო ფენები. ამ ეტაპზე, საფეხმავლო სივრცეებში (ტროტუარები), მოპირკეთების და, ასევე, გამზირზე არსებული თარგების გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ილია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. გამზირზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ჩატარებულა“ – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.