LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევონშირის საგრაფო – პლანეტის ყველაზე ზღაპრული ადგილი

1349
0202

ინგლისში, ლა–მანშის სანაპიროსთან პლანეტის ყველაზე გამორჩეული და ცოტა არ იყოს არარეალური ადგილი მდებარეობს. ზღაპრული სახლებისა და სასახლეების ნახვისას, რთულია იმის დაჯერება რომ ეს ყველაფერი არა ფილმის სცენა, არამედ თანამედროვე ბრიტანეთის ერთ–ერთი ჩვეულებრივი დასახლებაა.

დაწყებული უძველესი დროიდან, დევონშირის საგრაფო მოგზაურებს დაუჯერებელი ლანდშაფტებით, სამეფო არქიტექტურით და ულამაზესი სოფლის სახლებით იზიდავს.

დევონშირის საგრაფო ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და სიდიდით მესამე საგრაფოა.

თუკი ინგლისელთა ტრადიციები და ცხოვრების სტილი გაინტერესებთ, მაშინ მოგზაურობა სწორედ „დევონიდან“ უნდა დაიწყოთ.

ცოცხალი კუთხე–კუნჭულები სოფელს განსაკუთრებულ კოლორიტს სძენს. ყოველი სახლის გაფორმაში პატრონის ფანტაზია იგრძნობა.

როდესაც დევონშირის ქუჩებში დასეირნობთ, რთულია იმის დაჯერება რომ ეს სილამაზე ნამდვილად ცოცხალმა ადამიანმა შექმნა. უბრალო გლეხებმა თითოეული ბუჩქისგან საოცრება მოაწყვეს.


 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები