LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევნილების განცხადებით, სანატორიუმ „ქართლში“ ახალი ბზარები გაჩნდა და ჭერი ჩამოანგრია

124

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების განცხადებით, შენობაში გუშინ, გვიან ღამით ახალი ნაპრალები გაჩნდა, რამაც მეოთხე სართულზე ჭერის ჩამონგრევა გამოიწვია.

როგორც დევნილები ამბობენ, სიტუაციის შესაფასებლად, სანატორიუმში ჯერჯერობით არავინ მისულა და არც არავისთან ჰქონიათ კომუნიკაცია.

„სამწუხაროდ, ახალი ბზარები გაჩნდა, რაც ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება უფრო და უფრო რთულია. ახალი ბზარი მეოთხე სართულზე გაჩნდა და ჭერი ჩამოინგრა,“ – განუცხადა „მთავარ არხს“ ერთ-ერთმა დევნილმა.

დევნილები: ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა - სწორედ ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით

„ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა“, - განაცხადეს დევნილებმა.

დევნილების განცხადებით, იმის გამო, რომ „ქართლში“ ტრაგედია დატრიალდა, ახლა გლოვაა გამოცხადებული და სამოქმედო გეგმებზე, მხოლოდ გარდაცვლილი დევნილი მამაკაცის დაკრძალვის შემდეგ ისაუბრებენ.

„თუ კიდევ ვერ მივაწვდენთ იმ ადამიანებს ხმას, ვისაც ეხება ჩვენი გასახლება, შევალთ იქ, სადაც სხედან და გამოვათრევთ გარეთ“,- ამბობენ დევნილები.

შეგახსენებთ, რომ დევნილთა დასახლებაში, ტრაგედია 16 იანვარს მოხდა – დევნილი მამაკაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და თავი მოიკლა.

„ეს ღირდა ამ ბინის საფასურად? განა რას ითხოვდა საწყალი? როგორ ლაპარაკობენ, არაადეკვატური იყოო…“ – გარდაცვლილი დევნილის და

ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან, უბედური შემთხვევაა – მინისტრი სანატორიუმ “ქართლში” მამაკაცის გარდაცვალებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები