LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დეპუტატმა ჩემ მიერ გაგზავნილი პორნოვიდეო გადმოქაჩა” – ჯაფარიძის პროვოკაციული ტესტი სახელად “პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი”

352
maxresdefault (1)

„გირჩის“ დამფუძნებელი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ მის მიერ გაგზავნილი პორნო ფაილი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა, ბმულიდან ჩამოწერა.

ამის დასამტკიცებლად ჯაფარიძე, მეილზე მისულ wetransfer-ის წერილის სქრინსაც პოსტავს.

ჯაფარიძე ასევე აღნიშნავს, რომ ფაილის შინაარსი სათაურიდანვე -„პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი“ ცნობილი იყო.

„გუშინწინ რომ დეპუტატებს პორნოს ბმული გავუგზავნე

აგერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ არა მხოლოდ მიიღო ეს ბმული, არამედ .. wait for it … გადმოქაჩა და უყურა ?

ანუ, ვაზუსტებ:

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალურ, პარლამენტის ელ. ფოსტის მისამართზე მიიღო ბმული სათაურით – „პოლიტიკოსის ჯგუფური სექსი“, რის შემდეგაც დააჭირა ჩამოტვირთვის ღილაკს და ჩაუჯდა საყურებლად

მტკიცებულება – სქრინზე პირველი ხაზი.

ჰოდა, იმ ხალხს რისთვის სვამენ 4-დან 8 წლამდე?,“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ამ ტესტით ჯაფარიძე აპროტესტებს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის ნახვისთვის 16 ადამიანის დაჭერას და აცხადებს, რომ ეს შერჩევითი სასმართალია რადგან მასალა, რომლის ყურებისა და შენახვისთვის ეს ადამიანები დაიჭირეს, მათ გარდა ათასობით სხვამაც ნახა.

„ამისთვის უშვებენ 4-დან 8 წლამდე

– საჯარო სივრცეში განთავსებული რაიმეს ნახვისთვის ან დაშეარებისთვის ადამიანის დასჯა არის სიგიჟე

– არავინაა ვალდებული სახეზე ცნობდეს ყველა პოლიტიკოსს და სექსის სცენაში ამოცნობის შემთხვევაში პოლიციაში რეკავდეს

– როდესაც რაღაც ათასობით ადამიანს აქვს ნანახი და დაშეარებული რაღაც ფორმით, და იჭერ 16-ს – შერჩევითი სამართალი სხვა არაფერია,” – წერს ზურა ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები