LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემონსტრანტებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის საცავიდან იარაღი გაიტანეს – უკიდურესად დაძაბული ვითარება სოხუმში

271
BeFunky-collage (1)

ოკუპირებულ სოხუმში დაძაბული სიტუაცია გრძელდება. დე ფაქტო მთავრობის ე.წ. პეზიდენტი გადადგომას არ აპირებს, დემონსტრანტები კი საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ.  ე.წ  ადმინისტრაციაში ოპოზიციური პარტიის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად  ამ დრომდე რჩებიან.

უმართავი პროცესების მიუხედავად, დე ფაქტო ლიდერი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დეპუტატების დადგენილების პროექტზე, რომ მან “სახელმწიფოს მეთაურის” თანამდებობა დატოვოს, უარს ამბობს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც არ გამორიცხავს. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბა აცხადებს, რომ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი აიღეს.

„მათ გახსნეს ყველა კაბინეტი, მათ შორის იარაღის ოთახი და ახლა იარაღის გარკვეული რაოდენობა მათ ხელშია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ხუთი ერთეული იარაღის დაბრუნება უკვე მოხერხდა“, – აცხადებს მუჰამედ კილბამ.

ამასთან ერთად, მუჰამედ კილბამ აღნიშნა, რომ მათთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, შენობაში 250-300 ადამიანი იმყოფება, თუმცა აქვე განმარტავს, რომ „ხელისუფლების მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან“. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. რამდენიმე ადგილობრივმა მედიასაშუალებამ საცავიდან იარაღის გატანას დაუკავშირა დღეს დილას სოხუმის ცენტრში მომხდარი ფაქტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარარიდან სროლებს ეხებოდა, თუმცა ე.წ. უშიშროება და შსს აღნიშნულ ვერსიას არ ადასტურებენ.

დაძაბული ვითარების ფონზე, ამ წუთებში, მინისტრთა კაბინეტის შენობასთან ხაჯიმბას მხარდამჭერები იკრიბებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ, ლაკობას ქუჩაზე შეკრებილ მომხრეებს სიტყვით უკვე მიმართა, სადაც ახლობლებს და ნაცნობებს მოუწოდებს კონტრაქციაზე გამოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ე.წ. მოქმედ პრეზიდენტს.

რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, გუშინ ღამით ადმინისტრაციის შენობასთან მივიდა ე.წ. პარლამენტის დეპუტატი ასლან ბჟანიაც, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტს გადადგომისკენ, შეკრებილებს კი მოთმინებისკენ მოუწოდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს

რუსეთის ე.წ. საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა და მოიწოდა  პროტესტის ადგილიდან თავის არიდების აუცილებლობაზე.

“უკეთესია, რომ არ გამოჩნდეთ ქალაქის ცენტრში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზონაში და სამთავრობო შენობების კომპლექსში, რადგანაც სწორედ იქ არის დაძაბულობა კონცენტრირებული,” – წერია განცხადებაში, რომელსაც რუსეთის ე.წ. საელჩო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ოპოზიციური კანდიდატის ალხაზ კვიცინიას ​მომხრეები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას და რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვენ.

პოპულალურები