LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალიამ “ვეტმანი“ დატოვა

377
demna-gvasalia-vetman-news12

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ „ვეტმანი“ დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება დიზაინერის ძმამ, ციურიხის მოდის სახლის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ გაავრცელა.

„ვეტმანში“ ყოველთვის კრეატიული ადამიანები მუშაობდნენ. ჩვენ გავაგრძელებთ საზღვრების გაფართოებას და წინანდებურად პატივს მივაგებთ ბრენდის სახასიათო ღირებულებებს, კრეატიულობას და ნიჭს. ის, რასაც დემნამ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, „ვეტმანის“ ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი წარმატებაა.

გასული წლების განმავლობაში სწორედ დემნას ტალანტი და მოდის მისეული ხედვა  იყო „ვეტმანის“ წარმატების უმთავრესი საფუძველი. ამის გამო ჩვენ მისი მადლიერები ვართ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

თავად 38 წლის დიზაინერმა მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზად კარიერაში ახალი გამოწვევების მიღების სურვილი დაასახელა.

 „ვეტმანი“ იმიტომ დავაარსე, რომ მოდის მაშინდელი სტანდარტები მოსაწყენად მეჩვენებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს სარისკო იყო, მაინც წავედი სტანდარტების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე მიმაჩნია,რომ „ვეტმანის“ ისტორიაში მორიგი თავები უკვე სხვებმა უნდა დაწერონ და ბრენდს ჩემს გარეშე, დამოუკიდებლადაც შეუძლია განვითარება. ვთვლი, რომ მე, როგორც ნოვატორმა, ჩემი როლი შევასრულე” – განაცხადა გვასალიამ.

გავრცელებული ცნობებით დემნა გვასალია განაგრძობს „ბალენსიაგაში“ კრეატიული დირექტორის პოსტზე საქმიანობას, ამ ეტაპზე კი 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებისათვის ემზადება, რომელიც პარიზში 29 სექტემბერს გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები