LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალია: „ლაიქები არ მაღელვებს, მე კომუნიკაციას ტანსაცმლით ვცდილობ“

356
2047

დემნა გვასალიამ, რომელმაც საკუთარი კოლექციებით მოდის სფეროში ერთგვარი გარღვევა მოახდინა, რამდენიმე დღის წინ მის მიერ შექმნილი გავლენიანი მოდის ბრენდის – „ვეტმანის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.ბრენდში რჩება მისი ძმა და ფრანგული ბრენდის თანადამაარსებელი გურამ გვასალია.

დემნა გვასალიამ “ვეტმანი“ დატოვა

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ „ვეტმანი“ დატოვა

დიზაინერმა, რომლის კოლექციებში სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან ერთად, საქართველოს ოკუპაციის თემატიკაც ფართოდ გამოიყენა, ახალ ინტერვიუში თავის საკამათო ნაბიჯებზე ისაუბრა. ინტერვიუს ფრაგმენტს Demna Gvasalia Daily აქვეყნებს.

“4 წლის წინ, როდესაც ბალენსიაგა დავიწყე, ხელი ყველა ღილაკს დავაჭირე და ეს ცოტა მტკივნეული იყო. ვიკითხე: რა არის კარგი? რა არის გემოვნება? რა არის ცუდი გემოვნება? რა არის ფუფუნება? რა არის პირდაპირი და არაპირდაპირი მისაკუთრება? ავიღე ეს ყუთი და შევარხიე, იმიტომ რომ მჭირდებოდა და გულწრფელად რომ გითხრათ, დასაკარგი არც არაფერი მქონდა. ამ კითხვების წინ წამოწევა ადვილი არ იყო. როდესაც კაბის ლამაზ ნაწილზე საუბრობ, პრობლემა არაა, ყველას მოსწონს, მაგრამ მათ არ მოსწონთ კროქსები პლატფორმებზე და განსაკუთრებით იმ ბრენდში, რომელიც 100 წლისაა. კრისტობალის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ძალიან დაკვირვებით შევისწავლე, უფრო დაკვირვებით, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია, მაგრამ დღეს რელავანტური არაა იგივე რაღაცის გაკეთება განსხვავებული ნაჭრით. ჩემი უფრო კონცეპტუალური მიდგომაა. კოდები გამუდმებით იცვლება, რისი მადლობელიც ვარ, რადგან საშიში ხდება, როდესაც ყოველთვის ერთიდაიგივე რაღაც მოგწონს. მე ვფიქრობ, რომ არის რაღაცები, რისი ჩაცმაც დღეს 20 წლის ადამიანებს არ უნდათ. მოდის ისტორიაში შეღწევა ადვილია, მიყვარს მოდის 80-იანები და 70-იანები და 60-იანები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს ამის გამეორება უსარგებლოა, რადგან საზოგადოება განსხვავებულია.

საკუთარ თავს ვხედავ, როგორც შემოქმედებით აქტივისტს. ლიდერი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ბალენსიაგა ჯერ კიდევ პატარა ბრენდია სხვებთან შედარებით, ამიტომ რთულია, რომ ყველაფერზე ასეთი დიდი გავლენა გქონდეს. ლაიქები არ მაღელვებს, მე კომუნიკაციას ტანსაცმლით ვცდილობ. სტატუსებს არ ვწერ, ან ასეთ რაღაცებს, მადლობა ღმერთს, ჩემთვის ინსტაგრამის მოწონებები ისეთივე არარელევანტურია, როგორც პროდუქტის შექმნა და შემდეგ ხალხზე დაკვირვება რას ფიქრობენ. ჩემთვის პროდუქტის დიზაინი არის რაღაცის რწმენა, გრძნობა. და ჩემს ინტუიციას წარსულში ყოველთვის კარგ ადგილებამდე მივუყვანივარ. საკმაოდ კარგად მაქვს გააზრებული, რომ სხვის ბრენდში ვარ, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ქერინგში ჩემს ასაყვანად მიზეზი ჰქონდათ. და ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ნეიტრალური ვარ, ან შვეიცარიელი.“

გავრცელებული ცნობებით დემნა გვასალია განაგრძობს „ბალენსიაგაში“ კრეატიული დირექტორის პოსტზე საქმიანობას, ამ ეტაპზე კი 2020 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებისათვის ემზადება, რომელიც პარიზში 29 სექტემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები