LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალია დათუნია ჩუსტებს 990 დოლარად ყიდის (ფოტო)

1053
დემნა

მსოფლიოში ცნობილი ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ახალი ნივთები, რომლებიც მან საკუთარი პოპულარული ბრენდის, „ვეტმანისთვის“ შექმნა, კვლავ იწვევს საზოგადოების გაოოცებას, თუმცა საზოგადოების მეორე ნაწილი აშკარად აღფრთოვანებულია ახალი კოლექციით და მის შეძენასაც ესწრაფვის.

ახლახან Demna Gvasalia Daily-მ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ „ვეტმანის“ ახალ ნივთებს შორისაა დათუნია ჩუსტები და დათუნია ჩანთა, ფასებიც ძალიან შთამბეჭდავია, ფეხსაცმელი 990 დოლარი ღირს, ხოლო ზურგჩანთა – 1,250$. როგორც გვერდი წერს, ინტერნეტში ამ პროდუქტებმა მალე მოიპოვა პოპულარობა და 1,250$-იანი ჩანთა ნეტ-ა-პორტერზე ერთ კვირაში სრულად გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები