LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დელტა” ვარიანტის გავრცელების გამო, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში შეზღუდვები აღადგინეს

113
1

კორონავირუსის ყველაზე აგრესიული შტამის, ე.წ. “დელტა” ვარიანტის საგანგაშო გავრცელება მსოფლიოში კვლავ შეშფოთებას იწვევს.

აშშ-ისთვის და მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე “დელტა” შტამია: ფაუჩი

დომინანტი “ინდური შტამის” გამო ავსტრალია და ახალი ზელანდია შეზღუდვების შემოღებას იწყებს. 

იმის გამო, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შეაჩეროს, მსუბუქი შეზღუდვები დღეიდან ავსტრალიის უდიდეს ქალაქ სიდნეიში ამოქმედდა.

სიდნეის ხელისუფლება ვირუსის შეკავებას ცდილობს და პარალელურად, მოქალაქეებს ქალაქიდან გასვლაზე შეზღუდვებს უწესებს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს გადაუდებელი მიზეზი, მოქალაქეებს ქალაქიდან გასვლა ეკრძალებათ. შეზღუდვები მკაცრდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც.

სიდნეიში ვირუსის “დელტა” შტამი პირველად ერთი კვირის წინ დაფიქსირდა და მას შემდეგ ქალაქში ამ ვარიანტის უკვე 30-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ავსტრალიელი ტურისტების მოგზაურობამ, შესაძლოა “დელტა” შტამის გავრცელება გამოიწვიოს ახალ ზელანდიაშიც – სწორედ ამ მიზეზით, ველინგტონში კოვიდრეგულაციები მკაცრდება.

შეგახსენებთ, ახალი ზელანდია და ავსტრალია კოვიდ-19-თან ბრძოლის კუთხით, მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებად დასახელდა. შედარებით სტაბილური ეპიდვითარების გამო, სახელმწიფოები ერთმანეთთან კარანტინის გარეშე მოგზაურობაზეც შეთანხმდნენ.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს იმუნიზაციის პროცესზე, ამ დროისთვის, 25 მილიონიან ავსტრალიაში აცრილია 6,7 მილიონამდე მოქალაქე, ახალ ზელანდიაში კი 5 მილიონი მოსახლიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 13 პროცენტი.