LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი შალვა კეკელია: ქართველმა ერმა ერთხელ უკვე მოვკალით ილია ჭავჭავაძე და ნუღა ვკლავთ მეორე ილიას

183
mama-shalva-640x427

„ყველაზე მეტად ვაჟა-ფშაველას ლექსი მახსენდება – „არწივი ვნახე დაჭრილი ყვავ ყორნებს ეომებოდა“, – ასე შეაფასა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის მიერ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდება. მის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

დეკანოზის განმარტებით, მათი მიზანი, ვინც პატრიარქს თავს ესხმის, ქართული ეკლესიის ბოლომდე მოსპობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა - მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ

პატრიარქის თქმით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის.

„უნდათ რომ პატრიარქი გაანადგურონ, მაგრამ მათ ერთი რაღაც ავიწყდებათ – პატრიარქის უკან ღმერთი დგას და მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი დღეს არის ფიზიკურად წელში მოხრილი ჩვენი ცოდვებითა და სიმძიმით, მის უკან დგას ღმერთი და ღმერთი ამას არ დაუშვებს, ჩვენი წმინდანები ამას არ დაუშვებენ, რომ ჩვენი ეკლესია ასე განადგურდეს. მათი მიზანია, რომ საქართველოს ეკლესია ბოლომდე მოისპოს.

პატრიარქს ჰყავს 40 ათასი ნათლული დღევანდელი დღის ჩათვლით და ამ მომავალ თაობას რას ეუბნება პეტრე ცაავა? ჩვენს ქვეყანას ეუბნება, რომ ის, ვინც 40 წელი გმართავდათ, ეს ყველაფერი იყო მითი. წარმოიდგინეთ ადამიანი რას გვეუბნება უბრალოდ? მეუფე პეტრემ მთელს ერს მიაყენა ამით შეურაცხყოფა. მთელ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ღირსებას მიაყენა შეურაცხყოფა. მარტო ილია მეორეს კი არ მიაყენა, მთელ ერს მოგვაყენა შეურაცხყოფა. ქართველმა ერმა ერთხელ უკვე მოვკალით ილია ჭავჭავაძე და ნუღა ვკლავთ მეორე ილიას. ნუღა მოვკლავთ მეორე ილიას!“- განაცხადა დეკანოზმა.

ის შეურაცხადს დაემსგავსა, პატრიარქს თავზე დაადგა და თითის ქნევით ელაპარაკებოდა – მეუფე გიორგი (ვიდეო)

მისივე თქმით,  ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს პეტრე ცაავას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ამას თავიდან ხმამაღლა ვერ ამბობდა, რადგან პატრიარქისადმი ერის სიყვარული იცოდა.

პეტრე ცაავა, რომელიც ამ დრომდე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი იყო, სიდონის გადაწყვეტილებით შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.პატრიარქის შესაბამისი ბრძანებაში წერია, რომ ის წმინდა სინოდის წევრობიდანაც გათავისუფლდა.

ეკლესიის დასასრულის დასაწყისია ეს ყველაფერი: პირველი პრეზიდენტის შვილის შეფასება სინოდის გადაწყვეტილებაზე

"დაე, ეკლესიამ თავის წიაღში გადაწყვიტოს მაფიოზურად ეს ყველაფერი" - ცოტნე გამსახურდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები