LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: დღეს ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი

385
1519415453

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ბრალდებებზე და შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა  ენიჭება კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

ეპისკოპოსი იაკობი: კვირიკაშვილის დროს დამიძახეს, გახარია, გომელაური პატრიარქის გადაყენებაზე მეჩალიჩებოდნენ (ვიდეო)

ამის შესახებ დეკანოზი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“შოკირებული ვარ მეუფე იაკობის ინტერვიუს მოსმენით. ასეთ ეკლესიაში გაჩერება სულ უფრო აუტანელი და სამარცხვინო ხდება.

სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე, რა თქმა უნდა, ენიჭება ეკლესიის მეთაურს, ანუ კათოლიკოს-პატრიარქს, გამომდინარე იმ მახინჯი საკადრო პოლიტიკიდან, რასაც წლების მანძილზე ახორციელებდა და რის გამოც დღეს ამ დღეში აღმოვჩნდით. დღეს ჩვენ ეკლესია აღარ გვაქვს, ესაა ფინანსურ-მაფიოზური კარტელი”.

,,საპატრიარქოვ - თუ მთლად სანაგვედ არ იქეცით, მოითხოვეთ იაკობის შერაცხადობის საკითხის დაყენება"

თეოლოგი ლადო ნარსია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებას და საპატრიარქოს მიმართავს.

მეუფე იაკობის განცხადებებს გამოეხმაურა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძეც და თქვა, რომ იაკობი ხელისუფლებამ გამოიყენა და შემდეგ გადააგდო.

პრემიერ-მინისტრმა კი მეუფე იაკობის ბრალდებებს “სისულელეები” უწოდა.

ეს ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო-პრემიერი მეუფე იაკობის განცხადებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები