LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოიძე: ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე

91
დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის და ქუთაისში მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და გზაზე დააყანეს. მისივე თქმით, თბილისისკენ მომავალმა კოლონამ სხვა გზა გაიარა.

თბილისისკენ მომავალ კოლონებს ქუთაისში ცოცხებით აცილებენ

ანა წითლიძე: ფსკერიც კი აღარ ქვია ამას, სამტრედიასთან გზა გადაგვიკეტეს, 30 კაცია ცოცხებით

“ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალდატანებით ცოცხები დაურიგეს და დააყენეს გზაზე. მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლია.

ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსმართლოდ!”- წერს ხატია დეკანოიძე.

ცნობისთვის, თბილისისკენ მომავალ კოლონებს ცოცხები აბაშაშიც დაახვედრეს.

შეგახსენებთ, ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისში ზუსტად, 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

ფოტო/ვიდეო: “ჩემი სამეგრელო აქ არის… უკვე იმდენი ვართ, ვერ დათვალეს” – სააკაშვილის მხარდამჭერი კოლონები ზუგდიდიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები