LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლისა და პრინცი ფილიპის სიყვარულის 73 წლიანი ისტორია ფოტოებში

210
21530460-0-image-a-4-1574857232089

დღეს ცნობილი გახდა, რომ დედოფალ ელისაბეტის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრინცს ბოლო დროს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მან ცოტა ხნის წინ ოპერაციაც კი გადაიტანა და ერთი თვე კლინიკაში მკურნალობდა.

პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა  – დედოფალი მის გვერდით იყო

საინტერესოა, რომ დედოფალი პირველად პრინცმა ფილიპმა 18 წლის ასაკში ნახა, მაშინ ის სულ რაღაც 13 წლის იყო. ზუსტად 5 წელიწადში ფილიპი სამეფო ოჯახში დაპატიჟეს, რათა იქ შობა გაეტარებინა. ასე დაიწყო წყვილის ურთიერთობა. ამბობენ, რომ ისინი სულ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და ჰქონდათ ხშირი მიმოწერა.

წყვილი ოფიციალურად 1949 წელს დაქორწინდა. ამას წინ უძღოდა ნიშნობა. დედოფლის ქორწილი ყველაზე დასამახსოვრებელი და პომპეზურია ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში. დღეს გამოცემა „დეილი მეილი“ ელისაბეტისა და ფილიპის სიყვარულის 73 წლიან ისტორიას ფოტოებით იხსენებს.

დედოფლისა და პრინც ფილიპის ურთიერთობაში იყო ბევრი გარდამტეხი მომენტი, ისინი არაერთხელ დადგნენ მძიმე გამომწვევების წინაშე, თუმცა როგორც თავად ელისაბეტი ამბობს, ყველა პრობლემა მათ ერთად გადაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები