LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალ ელისაბედ მეორეს და პრინც ფილიპის ახალი პორტრეტი ედინბურგის ჰერცოგის 99-ე დაბადების დღის აღსანიშნად

461
quennelizbtjnnews

დღეს,  10 ივნისს ელისაბედ მეორეს მეუღლეს, პრინც ფილიპს 99 წელი შეუსრულდა. დაბადების დღის აღსანიშნად ბუკინგემის სასახლემ მეუღლეების ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა უინძორის სასახლეში. სხვათა შორის, სწორედ უინძორს შეაფარა თავი ხანდაზმულმა წყვილმა კორონავირუსის პანდემიას. სამეფო ექსპერტის განცხადებით, კარანტინში მეუღლეებმა იმაზე მეტი დრო გაატარეს ერთად, ვიდრე მთელი ცხოვრების მანძილზე, არადა უკვე 70 წელია ქორწინებაში არიან.

ფოტოზე 94 წლის დედოფალი ,,ენჯელა კელის” ყვავილებით მოხატული კაბით და მარგალიტის კოლიეთი პოზიტებს, ფრინცი კი, ელეგანტურ კოსტუმშია გამოწყობილი. დაბადების დღის აღნიშვნას პრინცი უინძორის სასახლეში გეგმავს. სამწუხაროდ, ოჯახის წევრები ვერ შეძლებენ მის წვეულებაზე დასწრებას, რადგან ბრიტანეთში ისევ კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

სავარაუდოდ, სწორედ ამ კვირაში აღნიშნავს დაბადების დღეს დედოფალიც, რომელიც სინამდვილეში აპრილის თვეშია. ელისაბედ მეორე უინძორში დაესწრება სამხედრო აღლუმს და სწორედ ეს იქნება მისი პირველი საჯაროდ გამოჩენა 9 მარტის შემდეგ.

 

 

 

 

პოპულალურები