LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედობა 35 წლის შემდეგაც მშვენიერია – გვიანი ორსულობის დადებითი მხარეები

879
science-says-its-totally-fine-to-have-babies-after-35

დედობა ყველაზე რთული “პროფესიაა”. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, რა ასაკში გადაწყვეტთ დედობას. ზოგი თვლის, რომ სიხარულმა ასაკი არ იცის, ზოგს კი ფიქრობს, რომ გვიანი ორსულობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და მაინც, რა ასაკია ყველაზე კარგი დედობისთვის? ეს კითხვა მუდმივად განხილვის საგანია.

აქამდე, ითვლებოდა რომ დედობა 35 წლის შემდეგ რისკებთან იყო დაკავშირებული. თუმცა სპეციალისტების განცხადებით, სიტუაციის სწორად მართვის შემთხვევაში, ორსულობა 35 და 40 წლის შემდეგაც წარმატებულია.

მეცნიერების განმარტებით, 35 წლის შემდეგ დედობას, უფრო მეტი ბენეფიტი აქვს.

„არ არის სწორი მიდგომა, თითქოს 34 წლამდე ყველაფერი კარგად მიდის, 35 წლის შემდეგ კი საშინელება ხდება. პაციენტებს ვეუბნები, რომ დიახ, 30 წლამდე უნდა გყავდეთ შვილები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 35 წლის მერე აღარ გააჩინონ,“- ამბობს ილინოისის შტატში მდებარე ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ლორენ სტეიკერი.

დღესდღეობით, ქალების უმეტესობა ოჯახს, კარიერული წინსვლისა და სტაბილური ფინანსური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ ქმნის. ქალებმა 30-40 წლის ასაკში  უფრო იციან რა უნდათ, ასევე, მომწიფებულებიც არიან და მზად არიან დედობისათვის.

გვიანი ორსულობის დადებითი მხარეებზე საუბრისას, სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ დროს ორგანიზმში ყველაფერი ახლდება, იცვლება მათი ჰორმონალური სტატუსი, შეიძლება ითქვას, ქალები ახალგაზრდავდებიან.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ დედობა 35 წლის შემდეგ, მშობლის გონებრივ შესაძლებლობებსაც აუმჯობესებს, კერძოდ მათ სხვა ასაკის ქალებთან შედარებით უფრო კარგი ვერბალური მეხსიერება და გაუმჯობესებული შემეცნების უნარები აქვთ.

მომწიფებულ ასაკში ბავშვის გაჩენის ერთ-ერთ პლუსად სახელდება ის ფაქტიც, რომ  ქალი მაქსიმალურად პასუხისმგებლიანად უდგება საკითხს და გააზრებულად ასრულებენ ექიმის მითითებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები