LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

dedistraki.com და mamistraki.com – “გირჩი” ახალ პროექტს იწყებს

406
Dedistraki

“გირჩმა” სიტყვის თავისუფლების დაცვის მოტივით ახალი პროექტი დაიწყო. როგორც ზურა ჯაფარიძე აცხადებს, იყიდეს ორი დომენი dedistraki.com და mamistraki.com, რომელიც რამდენიმე დღეში გაეშვება.

“გირჩში” ამბობენ, რომ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება და მის შეზღუდვას არ დაუშვებენ.

“მას ერჩის საპატრიარქო, პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, ოცნების პარლამენტარები, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და სხვები.

ცილისწამების, შეურაცხყოფისა თუ ე.წ. “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფის დაუშვებლობაზე აპელირებით, ვიღაცეებს განზრახული აქვთ შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში და ბოლო დღეებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს ამ მიმართულებით.

ჩვენ არ ვაპირებთ ამას შევეგუოთ.

და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღად ისევ სიტყვის თავისუფლება მიგვაჩნია.

შესაბამისად, წარმოგიდგენთ გირჩის ახალ პროექტს, რომლის ერთადერთი მიზანია, დაიცვას სიტყვის თავისუფლება საქართველოში.

ჩვენს საკუთრებაში არსებულ დომენებზე www.dedistraki.com და www.mamistraki.com რამდენიმე დღეში გაეშვება სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც ჩვენ განვათავსებთ იმ ადამიანების სიას, ვინც გამოდიან ინიციატივით ან რაიმე ფორმით მხარს უჭერენ სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფო ცენზურის დაწესებას. იქვე იქნება განთავსებული შესაბამისი ციტატები, რომლებითაც დადასტურდება მათი მსგავსი ზრახვები.

ნებისმიერ ადამიანს, ვინც აცნობიერებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი გამოხატულების შეურაცხყოფა მიაყენოს ამ სიაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანებს.

შეურაცხყოფებს მივიღებთ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ელ. ფოსტის მისამართზე, ვიდეო ან აუდიო ფორმატში: [email protected]

სია იქნება მუდმივად განახლებადი და ეს ვებგვერდი ყოველთვიურად გამოავლენს გამარჯვებულს ორ ნომინაციაში:

1. თვის საუკეთესო გინება (შეურაცხყოფა)
2. თავისუფლების თვის ყველაზე ნაგინები მტერი” – განმარტავენ “გირჩში.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები