LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს

162
BeFunky-collage (1)

ზუგდიდში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა ქალია დაკავებული. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 112-ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ.

ახალშობილის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. უნდა დადგინდეს, გარდაიცვალა თუ არა ახალშობილი მშობიარობის შემდეგ.

არსებული ინფორმაციით, ქალმა რამდენიმე დღის წინ სახლში იმშობიარა, შემდეგ ბავშვის მამას ტელეფონით დაუკავშირდა და გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი დაკრძალვის მიზნით გადასცა.

თავად ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ საავადმყოფოს მიმართა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსები მედიასთან არ საუბრობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები