LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამიწის უცნაური თვალები – „ბონ ვოიაჟი“ მსოფლიოს ხუთი უცნაური ტბის შესახებ მოგიყვებათ

694
BeFunky-collage (9)

ბუნების უცნაური და საინტერესო მოვლენები ოდითგანვე გამოცანა იყო კაცობრიობისთვის,მათ შორის საოცარი ტბები,რომელთა შორისაც ზოგი დღემდე ძალიან საშიშ და ამოუცნობ ადგილად ითვლება. „ბონ ვოიაჟი“ მსოფლიოს ხუთი უცნაური ტბის შესახებ მოგიყვებათ.

ვარდისფერი ტბა ჰილერი

ბუნების ულამაზესი ქმნილება და ამავე დროს გამოცანა,ეს ჰილერის ტბაა. მისი უცნაურობა წყლის ფერია,რომელიც ვარდისფერია.  ტბა მდებარეობს კუნძულ მიდლზე ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროსთან. პირველად ეს ტბა აღმოაჩინეს მონადირეებმა მე-19 საუკუნეში.

ეს უცნაური ტბა მდებარეობს მარილის საბადოების ტაფობში. ჰილიერის ტბის ვარდისფერი ფერი სიცოცხლისუნარიანია და კონტეინერში მოთავსების შემდეგ ფერს არ იცვლის. ვარდისფერი შეფერილობის წყაროდ, ტბაში არსებული ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი — მიკროორგანიზმი მლაშე დუნალიელა მიიჩნევა, რომლის პიგმენტიც წყალს ფერს უცვლის. იგი გამოყოფს მარილს, რათა შექმნას წითელი საღებავი, შესაბამისად, ფერი. არსებობს ვარაუდი, რომ ტბის ვარდისფერ შეფერილობას მარილის ქერქში არსებული ბაქტერიები ჰალოფილები იწვევენ.

 ნიოსი- მკვლელი ტბა

ნიოს ტბას მასობრივი მკვლელადაც მოიხსენიებენ. ის მსოფლიოში გახდა ცნობილი 1985 წლის 21 აგვისტოში მომხდარი საშინელი მოვლენის გამო. ტბიდან ასფსიქსაციური გაზის ღრუბლის ამოდინების გამო მეზობელი სოფლების 1700 ზე მეტი მცხოვრები ადამიანი და ცოცხალი არსებები იმსხვერპლა. ტრაგედიის ადგილზე მისულმა მეცნიერებმა მთელი მსოფლიოდან დაადგინეს, რომ ტბა მდებარეობს ვულკანის კრატერში, რომელიც ყველას სჯეროდა, რომ არააქტიური იყო. ნახშირორჟანგის მაქსიმალური კონცენტრაციის დაგროვების შემდეგ, გაზმა დაიწყო ზედაპირზე გაჟონვა უზარმაზარი ბუშტუკების სახით. ქარმა კი გაზის ღრუბელი დასახლებამდე მიიყვანა. სწორედ ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი.

ლაქებიანი ტბა  ბრიტანეთში

მარილის ტბა ბრიტანეთში ცნობილია თავისი უნიკალური შემადგენლობით. იგი შეიცავს ათზე მეტი მინერალისა და ქიმიურ ელემენტის მაღალ კონცენტრაციას, როგორიცაა ვერცხლი, ტიტანი, ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმის სულფატი.

მშრალ კლიმატურ პერიოდში მინერალები ვლინდება უზარმაზარი, უცნაური ლაქების სახით. მათი ფერი განისაზღვრება იმით, თუ კონკრეტულ მომენტში რომელი მინერალი ჭარბობს. ცხელ თვეებში ეს მინერალები კრისტალიზდება, მყარდება და  ქმნის ბუნებრივ გადასასვლელებს ტბის ზედაპირზე.

მელნის ტბა 

ბუნებრივი წარმოშობის ტბა ალჟირში ატლასის მთებში.მასში ორი მდინარე ჩაედინება, ერთის შემცველობაში  დიდი რაოდენობით რკინის მარილია, ხოლო მეორეში ტორფული ჭაობებისგან შეძენილი სხვადასხვა სახის ორგანული ნაერთები, რომელთა რეაქცია მელნის წარმოქმნას იწვევს. ტბაში ვერ ხარობენ მცენარეები და თევზები, რადგან მასში არსებული მუქი ლურჯი მელანი ტოქსიკურია. მელნის ტბის ფენომენი მეცნიერებისთვის დიდი ხნის განმავლობაში გამოცანად რჩებოდა. ადგილობრივ მოსახლეობაში ტბის შესახებ ლეგენდები დადის. ზოგი მას ეშმაკეულად მიიჩნევს და გვერდს უვლის, სხვები კი, პირიქით მისგან აქტიურად იღებენ სარგებელს. სწორედ ამიტომ ტბამ ბევრი სახელი მიიღო, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: „ეშმაკის თვალი“, „შავი ტბა“ და „სამელნე ტბა“.

მსოფლიოში უდიდესი მარილის ტბა სოლარდეუიუნი

ყველაზე დიდი მარილიანი ტბა, მარილის უდიდესი საბადო  ბოლივიაში მდებარეობს. ის ასევე  მსოფლიოში უდიდესი ბუნებრივი სარკის სახელით სარგებლობს.

მის ცენტრში მარილის ფენის სისქე 10 მეტრზე მეტს აღწევს. მშრალ სეზონზე, როცა წყლის დიდი ნაწილი ორთქლდება, ტბის ზედაპირზე მარილის სქელი ფენა ამოდის. წვიმების სეზონზე კი, როცა წყალი თხელი ფენით იფარება, ზეცასა და ღრუბლებს სარკესავით ირეკლავს. ეს ფაქტი ტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს ცაზე მიაბიჯებთ. მასზე მანქანით სიარულიც კი შესაძლებელია.

ტბაზე ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა ბინადრობს. მის ახლოს მდებარე სასტუმროები კი მარილისგანაა აშენებული, სადაც ავეჯიც კი მარილის აგურებისგანაა დამზადებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები