LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედამ ყაჩაღი, შვილის კლასელის მშობელში ამოიცნო – ამბავი თბილისში მოხდა

1847
4295ee179e92c46601d346e3e84b3e3e-XL

90 წლებში საქართველოში ხშირი იყო დაყაჩაღების ფაქტები. ამ პერიოდში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების განმკითხავი არავინ არ იყო. ვის გამოიძახებდი, ვინ გამოიძიებდა, ვის დააკავებდნენ, ვინ დაგიბრუნებდა წაღებულ ქონებას. არც არავინ. უკვე ხალხსაც არ უკვირდა, რომ გაიგებდნენ ის ოჯახი დააყაჩაღეს ან ის მეზობელი გაქურდესო. ეს იყო გასული 90-იანი წლები ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. უფრო სწორედ, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უბედურება.

დანელიების ოჯახი რომ დააყაჩაღეს სამეგრელოში, არც მაშინ გაკვირვებია არავის. ზოგი იმასაც ამბობდა – წასაღები ეგულებოდათ ალბათ რამე თორემ ჩემთან რატომ არ მოვიდნენ ის ყაჩაღებიო.

ამ ოჯახში მაშინ 7 არასრულწლოვანი ბავშვი, სამი ძმის ცოლები და მოხუცი დედა ცხოვრობდნენ. კაცები ყველა აფხაზეთში იბრძოდნენ. ყაჩაღობის დროსაც შინ მხოლოდ ქალები და ბავშვები იყვნენ.

წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეეძლოთ. ოჯახის უფროსმა ქალმა ნინამ სთხოვა ყაჩაღებს – ბავშვები არ შემიშინოთ და რაც გინდათ წაიღეთო.

ყველაზე პატარა გივიკო იყო, 2 წლის. ახალი ფეხადგმული ძლივს დადიოდა. მივიდა ერთ ყაჩაღთან და თამაში დაუწყო. გივიკო მიჩვეული იყო ნამდვილი იარაღებით თამაშს. მამა მებრძოლი იყო და ბავშვისთვის ნაცნობი ნივთი იყო ავტომატიც. ყაჩაღმა ბავშვი ხელში აიყვანა, მოეფერა და უთხრა მეც შენი ხნის შვილი მყავს და იმასაც გივიკო ჰქვიაო. ახლა რაც მამაშენს უნდა წავართვა, მეც შენნაირი გივიკოსთვის მინდა. მამაშენი კიდევ იშოვისო.

ყაჩაღობა თბილისში – ქალი, სავარაუდოდ, ცხელი უთოთი აწამეს

ეს ყაჩაღობაც ასე დამთავრდა. არც არავინ დაინტერესებულა, არც არავის არ მოუკითხია. დანელიების ოჯახიდან ცოცხალი  მხოლოდ ორი კაცი დაბრუნდა. ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.

დედამ გივიკო 5 წლის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წაიყვანა. პირველ დღეს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს. აღმოჩნდა, რომ გივიკოს კლასში კიდევ იყო ერთი გივიკო, რომლის მამა საზღვარგარეთ მუშაობდა, თუმცა ბავშვს პირველ კლასში პირველ დღეს თვითონაც მოჰყვებოდა. ორი გივიკო იმ დღესვე დამეგობრდა. თბილისელი გივიკოს დედას მეგრელი გივიკოს დედის ოქროს სამაჯურიანი საათი ეკეთა მაჯაზე, რომელიც მეუღლემ დაბადების დღეზე სპეციალური შეკვეთით დაამზადებინა… მაგრამ დედამ არაფერი შეიმჩნია…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები