LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დე, გთხოვ, არ მიღალატო, მერე მე რა ვქნა უშენოდ: მომღერალ ანანო მჟავიას დედა ემოციურ წერილს ავრცელებს

45828
FORTUNA.GE (24)

მომღერალ, ანანო მჟავიას დედამ, დარეჯან გურასაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა. ის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

”დავამარცხე. მოვიგე სასტიკი ბრძოლა. ჩემს მდგომარეობას ერქვა, საშუალო სიმძიმის. არც მინდა წარმოვიდგინო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე რთული. ეს არ არის არც ჩვეულებრივი გრიპი, არც უბრალო გაციება. ეს არის რაღაც სხვა. სულ სხვა განზომილებაში გადადიხარ. გრძნობ, როგორ შორდები ამ სამყაროს, დღე და ღამე არეულია. ადამიანებს შენს გარშემო სილუეტებად აღიქვამ. გესაუბრებიან, გირეკავენ, გკითხულობენ. ეს დროდადრო რეალობაში გაბრუნებს, მაგრამ ფიქრებით ისევ გაურკვევლობაში, უიმედობაში და სადღაც ნეიტრალურ სამყაროში, უძლური და დასუსტებული ხარ.

გადის დღეები, თანდათან მძიმდები. შენ გარშემომყოფები გრძნობენ ქვეცნობიერად შენს ასეთ მდგომარეობას, მაგრამ ვერაფრით გეხმარებიან. ახლოს მოსვლის უფლებაც არ აქვთ. დგება გადამწყვეტი მომენტი. გირეკავენ შვილები (უკვე ჩვეულებრივზე ხშირად.. ხმაში შიში და დაძაბულობა ეტყობათ).

ლაშა: “დეე, როგორ ხარ? რა ვქნა, მითხარი, რა გავაკეთო”?

ანანო: ”დე, გთხოვ, არ მიღალატო, მერე მე რა ვქნა უშენოდ”?! გულმა უგრძნოთ, რომ ზღვარზე ვარ. შემდეგ, იწყებ ბრძოლას, ურთულეს ბრძოლას, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი. ახლა დაახლოებით ერთი კვირა მჭირდება იზოლაციაში ყოფნა, რეაბილიტაციისათვის და ახალი ძალების მოსაკრებად. იმედია, ისევ შევხვდებით. მომენატრეთ! ყველას უდიდესი მადლობა თანადგომისთვის. თითოეული ზარისთვის…. მიყვარხართ!

ქალბატონი დარეჯანი ინგლისური ენის პედაგოგია და სწავლების განსხვავებული მეთოდი აქვს, რის გამოც დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

იხ. ვიდეო:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები