LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან – კალაძე

913
kaxakaladze-750x430

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება და აღნიშნავს, ქართველი ექიმის გასათავისუფლებად ყველა სტრუქტურა მუშაობს.

„საქმეს, ერთგულებას, პროფესიონალიზს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში – კი გმირობა.

ვაჟა გაფრინდაშვილი – თავისუფალი და გმირი ექიმი!!!

,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს

ვაჟა ექიმი – წლებია, ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით.

დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში. ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს,ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან,მითუმეტეს აქ-საკუთარ მიწა-წყალზე!

პ.ს. მუშაობს ყველა სტრუქტურა, რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

გაიგეთ მეტი ამ თემაზე:

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს "საზღვრის კვეთის" ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

გიორგი კეკელიძე: ექიმი გაფრინდაშვილის საქმე უნდა იქცეს მაგალითად ყველასთვის

პაციენტი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ის შეგნებულად წავიდა ამ საქციელზე, თან არც არავისთვის გაუმხელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები