LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზიანებული გზების აღდგენას 1 თვე დასჭირდება, მანამდე მოსახლეობა პროდუქტით მომარაგდება – გახარია რაჭის სტიქიაზე

151
BeFunky-collage (5)

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, რაჭაში, სტიქიით დაზარალებულ სოფელ ღებში არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ აცხადებს, რომ ზარალის ანაზღაურებას დაახლოებით 50 მილიონ ლარამდე დასჭირდება.

როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგა და კიდევ 2 სოფელთან ორშაბათისთვის აღდგება.

პრემიერი სტიქიის ზონაში გაემგზავრა: რა ვითარებაა რაჭაში

პრემიერის თქმით, სტიქიის ზონაში ელექტროენერგია სავარაუდოდ, უახლოეს ერთ კვირაში აღდგება, ხოლო სოფლები, რომლებიც გზის დაზიანების გამო გარკვეული პერიოდი გარესამყაროს მოწყვეტილი იქნებიან, ყველა სჭირო პროდუქტით მომარაგდებიან.

“რამდენიმე სახლია დაზიანებული, ჯამურად, ზიანი ძალიან სერიოზულია. 12 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი იყო. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება, თუმცა დარჩენილ სოფლებში: ღები, პატარა ღები, შოვი, გლოვო, როგორ ჩანს, გზა ისეა დაზიანებული, რომ სრულყოფილი კავშირის აღდგენას მინიმუმ 1 თვე დასჭირდება.

 

 

დღეს ვესაუბრეთ ,,ენერგო-პროსაც”, რომელიც გვპირდება, რომ შესაძლებელი იქნება ერთ კვირაში ელექტრომომარაგება აღდგეს. სოფლებთან, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე, დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი და თუ მოსახლეობის გამოყვანის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, გამოვიყვანთ.

სოფლები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ფაქტობრივად, კავშირს იქნება მოწყვეტილი, ყველა საჭირო პროდუქტებით მომარაგდება.

მაგისტრალურ გზაზე სერიოზული ჩამონგრევებია, 4 ხიდი სრულად აღსადგენია, პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენები საჭიროებს 30 მლნ ლარს.  ჯამურად, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა დასჭირდეს 50 მლნ ლარამდე” –  განაცხადა გიორგი გახარიამ.

“ღმერთო, დაგვიფარე” – რაჭაში მდინარე ადიდდა (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები