LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე მოქალაქე – საია 20 ივნისის საქმეზე

284
kolajii

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთა დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცავია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე.

საია ამ მონაცემებს გენერალური პროკურატურისგან მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიღებული ინფორმაციის თანახმად:

  •  შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს 2 საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცავია ცნობილი;
  • საქართველოს გენერალურ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდება წარედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელს, ხოლო შსს-ს თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობილია აქციის 4 მონაწილე.

 

საია აგრძელებს 20-21 ივნისის მოვლენების შესწავლას და სამართლებრივ შეფასებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს საზოგადოებას.

დამნაშავეები თუ პოლიტპატიმრები: 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები ისევ საპატიმროებში რჩებიან

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები