LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავტოვე „რუსთავი 2“ – საძაგლიშვილი ახლა გვარამიას ინტერესებს იცავს

135
asgfwuigvf

ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” დატოვა. განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც მოწმის სტატუსით “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

ადვოკატი ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან ის სამაუწყებლო კომპანიას აღარ წარმოადგენს.  დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას ინტერესებს იცავს.

“აღარ ვარ რუსთავი 2-ის იურისტი, დავტოვე რუსთავი 2. ახლა ამ გამოკითხვაზე, ვარ ნიკა გვარამიას ადვოკატი. ვფიქრობ, რომ ვდგავარ იქ სადაც უნდა ვიდგე, სწორ მხარეს და შესაბამისად არანაირი ინტერესთა კონფლიქტი არ მაქვს,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ადვოკატი აცხადებს, რომ კითხვები რომელსაც გვარამიას უსვამენ ძირითადად ზოგადი ხასიათისაა.

„უფრო მეტად ზოგადი კითხვებია, იმიტომ რომ მედია ბაზარი არის ძალიან სპეციფიკური  სფერო ეკონომიკის. შესაბამისად, არის უფრო ზოგადი კითხვები და ნიკა გვარამიაც ხსნის ამ სპეციფიკას როგორ მოქმედებს მედია, როგორ განსხვავდება ის სხვა ტიპის საწარმოებისგან და ამ სპეციფიკის ახსნას მიაქვს ძირითადად დრო.

არის კითხვები რომელზეც ნიკა გვარამიას ფიზიკურად ვერ ექნება ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს დეტალური საკითხები, შეიძლება ამაზე ინფორმაცია ჰქონდეს სხვა პირებს. მაგალითად იურისტებს. მაგალითად ფინანსისტებს და ა.შ. ანუ კომპანიაში არსებულ სხვადასხვა რგოლს რომელიც კონტრაქტებთან დაკავშირებით მუშაობს,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები