LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავრჩეთ სახლში, დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ჩავერთოთ წირვა-ლოცვაში – ამირან გამყრელიძე

121
cms-image-000051368

“დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომ დავიცვათ მათი და ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. ეს იქნება თხოვნა უმორჩილესი და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი,”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივის“ დროს განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ კანონი მორწმუნეთათვის და ათეისტებისთვის ერთი და იგივეა. 

უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ თბილ სეზონზე კორონავირუსმა უკან უნდა დაიხიოს, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ სიცივეში თავს შეგვახსენებს

ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მოსალოდნელი მასშტაბების შესახებ ისაუბრა.

„მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე კანონი გვეუბნება, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი. ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე დიდი საშიშროებიდან რაც არსებობს, ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში, 209 ქვეყანაში, თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად რამდენადაც შეგვიძლია. დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომ დავიცვათ მათი და ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. ეს იქნება თხოვნა უმორჩილესი და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი. რაც ნაკლებად შევიკრიბებით, მით დიდია შანსი იმისა, რომ ჩვენ არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში და ამით თავიდან ავიცილოთ მოსახლეობის ავადობა და თავიდან ავიცილოთ გარდაცვალება“, – განაცხადა გამყრელიძე

2-3 კვირაში პიკი იქნება მდორე, საქართველო აქედან გამოვა მინიმალურო დანაკარგით: თენგიზ ცერცვაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები