LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ“ – ვასაძე

2900
vasadze33

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხვალისთვის საჯარო შეხვედრის დაანონსებას გეგმავს. როგორც ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჯაროდ გაამხელენ სამოქმედო გეგმას, თუ როგორ არ ჩატარდებაე.წ. კვირეულის არც ერთი ღონისძიება, არც ერთ ადგილას.

“ჩემი დაპატიჟება ძირითადად მამაკაცებს შეეხება. ის გასაკეთებელი, რაც ჩვენ გვექნება, კაცების გასაკეთებელი იქნება. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ, ყველაფერს აქციაზე აგიხსნით. მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ვასაძემ.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, საქართველოში არასოდეს არ მოხდება გარყვნილების დემონსტრირება არც ერთი ფორმით.

„არ დავუშვათ გარყვნილების არანაირი საჯარო დემონსტრაცია საქართველოში არასოდეს, არც ერთი ფორმით, არც მოედანზე, არც მთაში, არც სასტუმროში, არც კინოთეატრში, არც ტყეში, არც ტბაზე. ჩვენ არ დავუშვებთ არც კვირეულს, არც შვიდწამეულს, არც შვიდღეულს<, არც შვიდწლეულ, ეს არასოდეს არ მოხდება. როგორ აღვუდგებით ამას ჩვენ წინ, ამის შესახებ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. არ ვიცი ეს სიტყვები ლგბტ, მე ვიცი, რომ ის ადამიანი, ვინც გამოდის და საჯაროდ აბუჩად იგდებს მრავალსაუკუნოვან ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, არღვევს წესრიგს, რომელიც ჩვენ მოგვდგამს. წესრიგის დარღვევა ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას, რადგან აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს სამუდამო განადგურებას რეპუტაციული თვალსაზრისით იმ რეგიონში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მთავრობის კანცელარიასთან, სადაც ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლაა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები თავისუფალი თეატრის მხარეს იმყოფებიან და კონტრაქციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ – „არა ძალადობისკენ“.

აქციებზე პერიოდულად ვითარება იძაბება.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები