LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანის და შარლ მიშელის შეხვედრა – განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება და პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები

67
155573154-470401314326236-2510692681053100456-n

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა.

დავით ზალკალიანმა და შარლ მიშელმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, განსაკუთრებით იმ კომპლექსური საერთაშორისო გარემოს გათვალისწინებით, რაც დაკავშირებულია გლობალურ პანდემიასთან.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ევროკავშირისთვის და აღნიშნულ რეგიონში სტაბილურობას და მდგრად განვითარებას. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის წარმატებებს.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში როგორც პანდემიასთან დაკავშირებული რთული გარემოს, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის.

 

 

რეგიონში არსებული უსაფრთხოებისა გარემოს გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის აქტიური და ქმედითი ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო COVID-19 პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს, ხოლო ქვეყანას 2 მარტს დატოვებს. თბილისის შემდეგ კი მას აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ სახელმწიფოში, უკრაინაში ელოდებიან.

ამავე თემაზე:

შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა პარტიების წარმომადგენლებს შეხვდეს და განიხილოს ის გზები, რომელიც აუცილებელია სიტუაციის დეესკალაციისთვის – ზალკალიანი

“ვიზიტი ვაქცინების მიმართულებითაც იქნება მნიშვნელოვანი” – რა გზავნილებს ჩამოიტანს საქართველოში შარლ მიშელი, პოლიტიკური შეფასებები

ეს ნიშანია, რომ მეგობრები ყველაფერს აკეთებენ, რათა კრიზისიდან გამოგვიყვანონ – იაგო ხვიჩია შარლ მიშელის ვიზიტზე

ვიზიტი ცხადი ნიშანია იმ ინტერესისა, რასაც შარლ მიშელი და ევროკავშირი იჩენენ საქართველოს მიმართ – კარლ ჰარცელი

საქართველოში ვიზიტამდე: შარლ მიშელი მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები