LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მესხიშვილი: „თბილისის მერიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში იმდენი სამშენებლო ნებართვა გასცა კორპუსებზე, რომ ზევით ცა ჩაიკეტა და ქვევით ხმელეთი…“

407
page

დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნინო ჟვანიას ქუჩაზე გადაღებულ ფოტოებს და წერს, რომ მოსახლეობა იქ ტროტუარზე ვერ დადის, რადგან ის უბრალოდ, აღარ არსებობს.

„ნინო ჟვანიას ქუჩაზე (კეკელიძის გაგრძელება), თბილისის მერიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში იმდენი სამშენებლო ნებართვა გასცა კორპუსებზე, რომ ზევით ცა ჩაიკეტა და ქვევით ხმელეთი.

ხმელეთი, რომელიც აქ წარმოდგენილია 4 მეტრის სიგანის გზით, უტროტუაროა და მოსახლეობა საავტომობილო გზაზე დადის. ბავშვები, კარგ შემთხვევაში სადარბაზოებში თამაშობენ, უფრო ხშირად კი, მოძრავი ავტომობილების პარალელურად დარბიან სავალ ნაწილზე. ქუჩას არ აქვს პარკირების ადგილები, ის არც კორპუსების შიდა სივრცეებშია.

თბილისის მერია, რა “მწვანე ქალაქი ჩვენი პრიორიტეტია”?! რა “თბილისი იქნება ყველაზე მწვანე ქალაქი”?! ბეტონმა ამოახრჩო მთელი ქალაქი“.



გაზიარება
გაზიარება

კომენტარები