LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით მესხიშვილი: “საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის აკრძალული…”

95
davitmesxishvili202126

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი ეკა მიშველაძის “საჯარო პოლიტიკაში” საუბრობს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არსად, საქართველოს გარდა, ამდენი ხნით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაუჩერებიათ. მისი თქმით, იყო მოკლევადიანი პაუზები ამ სექტორში, მხოლოდ მოსამზადებლად, რომ შემდეგ ისევ გაეხსნათ, რადგან ტრანსპორტის შეზღუდვა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

დავით მესხიშვილი:

ჩემი ინფორმაციით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის აკრძალული. ის არ აკრძალეს თითქმის არსად და სადაც აკრძალეს, იქაც მოკლე ხნით, მოსამზადებლად, რომ ახალ სტანდარტებზე გადასულყვნენ.

არ აკრძალეს იმიტომ, რომ ეს არის ცალსახად დისკრიმინაციული. ჩვენთან ამბობდნენ, რომ მობილობა უნდა შევამციროთო და ვის ხარჯზე შემცირდა? მათ ხარჯზე არა, ვინც ფლობს ავტომობილს და აქვს საწვავის ფული. შემცირდა მათ ხარჯზე, ვისთვისაც გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო და არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა და ერთი ის იყო, რაც ძალიან გამაღიზიანებელია ჩემთვის – თქვენ მაინც ვერ დაიცვათ წესებსო. სინამდვილეში, საქართველოს მოსახლეობა არის ერთ-ერთი ყველაზე კანონმორჩილი და მაშინაც კი იცავენ წესებს, როცა მისი შინაარსი არ ესმით, მაგალითად, რატომ არ უნდა მჯდარიყო კერძო ავტომობილში წინ ორი ადამიანი, ერთი ოჯახის წევრი. ეს არის უფრო პრობლემის არიდება, მოდი, ამას ვერ მოვაგვარებთ და ავკრძალოთ.

მეორე, ასევე გასაკვირია – დღესაც, სატრანსპორტო სამსახური არის მზად, რომ აღადგინონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორც ჩანს, ეპიდემიოლოგები არიან წინააღმდეგები. მობილობა გაიზრდებაო, ამბობენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოსახლეობაზე, თორემ ყველა სხვა დავდივართ ჩვეულებრივად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები