LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში მათ ოფისზე მოხდა თავდასხმა და იყო შეჭრის მცდელობა

80
9

ჩვენს ოფისზე მოხდა თავდასხმა, იყო ოფისში შეჭრის მცდელობა და პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ თავდამსხმელები სამართალდამცავი უწყების აგენტები არიან.

„იდენტიფიცირებული არიან დამნაშავეები. ეს ის ადამიანები გახლავთ, ვინც „ცოცხების აქცია“ მოაწყო და მაშინ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, რადგან ეს პირები მათი აგენტები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაზარალებულებიც არიან და ისინი ახლა დაკითხვაზე გადაჰყავთ.

მივმართავ ყველა ქვეყნის საელჩოს და დიპლომატიურ მისიებს, ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად იმყოფებიან აქ, ამ ფაქტს თუ რეაგირება არ მოჰყვა, გარწმუნებთ, არავითარი ნდობა არჩევნების პროცესსა და სამართალდამცავებს არ ექნებათ ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები