LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში ენმ-ის მხარდამჭერს სცემეს

51
ვანო გველესიანი

ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს სცემეს. კირკტაძის თქმით, ივანე გველესიანი კლინიკაშია გადაყვანილი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

დავით კირკიტაძის განცხადებით, გველესიანი რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ააიპ-ში მუშობდა, თუმცა ის ენმ-ის მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გამოუშვეს.

„წუხელ გვიან ღამით, საკუთარ სახლთან, ახმეტელის ქუჩაზე ივანე გველესიანი ნიღბიანმა ადამიანმა სცემა. ეს ადამიანი რამდენიმე დღის წინ აიძულეს, რომ დაეწერა განცხადება და სამსახურიდან წამოსულიყო იმის გამო, რომ მან ენმ-ს მხარდაჭერა საჯაროდ დააფიქსირა.

ის მუშაობდა რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ში. მას დაემუქრნენ რამდენიმე დღის წინ და აუსრულეს კიდეც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. ეს ადამიანი ახლა საავადმყოფოში მკურნალობს, შეიძლება  სახეზე ოპერაციაც დასჭირდეს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები